იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ საუდი არაბეთს თავს დაესხნენ

13:00, 13.09.2026

იემენელი შიიტი „ჰუსიტებისაუდი არაბეთს თავს დაესხნენ. იემენური მედიის თანახმად, შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სპეციალიზებული სამხედრო ოპერაცია, რომლის დროსაც სამიზნე გახდა საუდის არაბეთის შარურას რაიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე არსებული იარაღის საწყობები, ასევე სარდლობისა და მართვის ცენტრები.

ჰუსიტების“ განცხადებით, ოპერაცია ქვეყნის წინააღმდეგ საუდის არაბეთის მხრიდან განხორციელებულ მუდმივ აგრესიაზე პასუხს წარმოადგენს.

„ვაფრთხილებთ საუდის არაბეთის დამნაშავე მტერს, რომ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებას მისივე ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული კიდევ უფრო მძაფრი და მასშტაბური ოპერაციები მოჰყვება, შედეგები კი მისთვის დამღუპველი იქნება“, – აღნიშნა „ჰუსიტების“ არმიის პრესსპიკერმა, იაჰია სარეამ.

მსგავსი