იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდა, ქვეყნის თავდაცვის სისტემამ დრონი გაანეიტრალა
იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდა, ქვეყნის თავდაცვის სისტემამ დრონი გაანეიტრალა

იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უპილოტო აპარატი ისრაელის სამხრეთში, რამონის აეროპორტის მახლობლად გაანეიტრალა.

უპილოტო აპარატის განადგურების შედეგად ფრაგმენტების ჩამოვარდნის საფრთხის გამო მიმდებარე ქალაქ ბეერ ორაში გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო.

ისრაელის მედიის თანახმად, გასულ კვირას იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული უპილოტო აპარატი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადაურჩა და რამონის აეროპორტის ტერმინალს შეეჯახა.