იემენელი ჰუსიტები ისრაელის მხრიდან ავიაიერიშების შედეგად თავიანთი პრემიერ-მინისტრის, აჰმედ ალ-რაჰავის დაღუპვას ადასტურებენ
იემენელი ჰუსიტები ისრაელის მხრიდან განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად თავიანთი პრემიერ-მინისტრის, აჰმედ ალ-რაჰავის სიკვდილს ადასტურებენ.
დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ, პრემიერ-მინისტრთან ერთად, რამდენიმე სხვა ოფიციალური პირიც დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა იემენის დედაქალაქი სანაა დაბომბეს.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განმარტეს, რომ თავს დაესხნენ ჰუსიტების „სამხედრო ობიექტს“ სანააში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე იუსტიციის, სპორტის, სოციალურ საქმეთა და შრომის მინისტრები.