იემენელი „ჰუსიტები“ აშშ-ს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ავიაიერიშების განხორციელებაში ადანაშაულებენ

14:24, 12.09.2026

იემენელი „ჰუსიტები“ აშშ-ს, საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ავიაიერიშების განხორციელებაში ადანაშაულებენ.

იემენული მედიის თანახმად, ტაიზის რეგიონში, ალ-შუვაიფას დასახლებაში ავიაციის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებზე იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ოჯახის ათი წევრი, მათ შორის ქალები და ბავშვები. გარდა ამისა, არიან დაშავებულები.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, საადის რეგიონში, ყარას დასახლებაში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე ავიაციის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა ოთხი ბავშვი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, ასევე განადგურდა სახლები.

იემენური მედიის თანახმად, ქვეყნის დედაქალაქ სანაში, ალ-საბეინის რაიონის საცხოვრებელ უბანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ერთი ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა, ხუთი მოქალაქე კი დაშავდა. თავდასხმისას ასევე განადგურდა სამი და დაზიანდა რამდენიმე სხვა საცხოვრებელი სახლი. გავრცელებული ცნობით, ალ-ჰოდეიდას გუბერნიაში მტრის ავიაციამ სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა ალ-ხოხის პორტის ნავმისადგომზე, რამაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ასევე, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ტურისტულ სასტუმრო „ჯუმანზე“, ქალაქ ალ-ხოხის სანაპირო ზოლში მდებარე ობიექტებსა და ალ-ზაიდიას რაიონში მდებარე ფერმაზე.

მსგავსი