იემენელი „ჰუსიტები“ აშშ-ის ხომალდებს თავდასხმით ემუქრებიან, თუ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება
იემენელი „ჰუსიტები“ აშშ-ის ხომალდებს თავდასხმით ემუქრებიან, თუ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება.
„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში მათი სამიზნე გახდება აშშ-ის გემები და სამხედრო ხომალდები, თუ აშშ მონაწილეობას მიიღებს ისრაელის მხარდამჭერ ოპერაციაში.
როგორც იემენური ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნული, აქტიურად აკვირდებიან რეგიონში არსებულ ვითარებას, მტრულ მოქმედებებს და თავდაცვისთვის საჭირო ზომებს მიიღებენ.
„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე მთელ რეგიონში უპირატესობის მოპოვებას ისახავს მიზნად, რასაც იემენური დაჯგუფება არ დაუშვებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა „ჰუსიტებთან“ დაკავშირებულ ეკონომიკურ სუბიქტებს.