იემენელი „ჰუსიტები“ ადასტურებენ, რომ საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განახორციელეს
იემენელი „ჰუსიტები“ ადასტურებენ, რომ საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განახორციელეს. დაჯგუფების განცხადებით, ისინი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიზანში მდებარე „არამკოს“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ღამით გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობას იღებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ იერიში საუდის არაბეთის მიერ დრონებით იემენის საადისა და ჰაჯის პროვინციებზე თავდასხმებზე საპასუხოდ განახორციელეს.
მანამდე საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ქვეყანაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შესახებ განაცხადა. მათი თქმით, თავდასხმას ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.