იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენის სატუმბ სადგურს და საპორტო ქალაქ იანბუში წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ნავთობის ობიექტს თავს დაესხნენ
იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენის სატუმბ სადგურს და საპორტო ქალაქ იანბუში წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ნავთობის ობიექტს თავს დაესხნენ.
„როიტერის“ ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი საუდის არაბეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენია, რომლის მეშვეობითაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე, ქვეყანა ნავთობის დიდი ნაწილის ექსპორტს ახორციელებს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ „ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა უარყო, რომ დაჯგუფებამ ქალალი მექა ორი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. იქამდე საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვაში განაცხადეს, რომ 11 ნოემბერს მექას მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს.
ცნობისთვის, გასულ თვეში საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ შორის ორმხრივი იერიშები არაერთხელ მოხდა. იემენელი „ჰუსიტების“ იერიშების გამო, საუდის არაბეთის აეროპორტებმა მუშაობა რამდენიმე დღით შეაჩერეს.