იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, ისრაელის სამხედროების ცნობით, რაკეტები წარმატებით განეიტრალდა

14:43, 13.09.2025

იემენელი „ჰუსიტების“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, რომელსაც კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა დამაგრებული.

„ჰუსიტები“ ასევე აცხადებენ, რომ ისრაელის ქალაქ თელ-ავივში რამდენიმე სამიზნე დაიბომბა.

ისრაელის სამხედროების ცნობით, რაკეტები წარმატებით განეიტრალდა. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა თავდასხმის გამო განგაშის სიგნალები, დაახლოებით, დილის 03:45 საათზე თელ-ავივსა და ცენტრალური ისრაელის მრავალ ქალაქსა და დასახლებაში ჩაირთო.

მსგავსი