იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში მდებარე Aramco-ს ობიექტი დაბომბეს

10:02, 04.10.2026

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ  ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში მდებარე Aramco-ს ობიექტი დაბომბეს. მათივე განცხადებით, თავდასხმა საუდის არაბეთის მიერ ქალაქ სანაასა და სხვა პროვინციებზე თავდასხმების საპასუხო რეაქცია იყო.

ამასთან, „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Საუდის არაბეთში Aramco-ს ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლისა და ცეცხლის დიდი ღრუბელი ამოდიოდა. მომხდართან დაკავშირებით საუდის არაბეთის ხელისუფლევას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ამასთან, 3 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ იემენის სამთავრობო ძალებმა „ჰუსიტებთან“ მძიმე შეტაკებების შემდეგ იემენში, ტაიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამაას ციხესიმაგრეზე კონტროლი მოიპოვეს.

ცნობისთვის, ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. „ჰუსიტები“ „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ თავს და ირანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. დაჯგუფება ბოლო წლებში სტრატეგიულ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მცურავ გემებს ხშირად ესხმის თავს. გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ მოძრაობამ იემენის წითელი ზღვის მთელ სანაპიროზე დაამყარა კონტროლი.

მსგავსი