იელის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა

19:00, 09.10.2018

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში იელის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა.

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღადგინეს 80 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.

არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.

მსგავსი