იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან

იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.