გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის მარნეულში სოფლის ტიპის დასახლება შენდება
გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის მარნეულში სოფლის ტიპის დასახლება შენდება

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია, ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე სამუშაოები გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად დაათვალიერა.

გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.