„IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი - მადლობა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისთვის, გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს
„IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი - მადლობა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისთვის, გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს

2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, „IDS ბორჯომის“  მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს, – არნიშნულის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეთანხმების შედეგად: მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელი ფუნქცია; „IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა რვიდან ორ წევრამდე შემცირდება; IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.

„IDS ბორჯომის“ აქციონერები მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, „IDS ბორჯომი“, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ – აცხადებს „IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი.

ცოტა ხნის წინ კომპანია „IDS ბორჯომთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის თანამფლობელი“, – განაცხადა პრემიერმა.

დატოვე კომენტარი