იდლიბში სირიის სახელისუფლო ძალების ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

17:21, 01.03.2020

თურქეთმა სირიის სახელისუფლო ძალების კუთვნილი ორი სამხედრ თვითმფრინავი ჩამოაგდო, – ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს. სააგენტო „სანას“ ცნობით, ორი თვითმფრინავი იდლიბში ჩამოაგდეს, მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს.

თავის მხრივ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იდლიბში სირიის ხელისუფლების სუ-24-ის ტიპის ორი გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამასთან, თურქეთის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, ვინ ჩამოაგდო გამანადგურებლები.

მსგავსი