იდლიბში არსებულ მდგომარეობაზე რუსეთი, ირანი და თურქეთი სამიტს გამართავენ
იდლიბში არსებულ მდგომარეობაზე რუსეთი, ირანი და თურქეთი სამიტს გამართავენ

სირიაში, იდლიბში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით რუსეთი, ირანი და თურქეთი სამიტს გამართავენ. ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერ სამიტის თარიღი შეთანხმებული არ არის, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა თეირანში მარტის დასაწყისში გაიმართება. ლიდერების ბოლო სამმხრივი შეხვედრა 2019 წლის სექტემბერში ანკარაში გაიმართა.