იდლიბის პროვინციასთან თურქეთის შეიარაღებულ კოლონაზე ავიაიერიში განხორციელდა
იდლიბის პროვინციასთან თურქეთის შეიარაღებულ კოლონაზე ავიაიერიში განხორციელდა

სირიაში, იდლიბის პროვინციასთან თურქეთის შეიარაღებულ კოლონაზე ავიაიერიში განხორციელდა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე, 12 კი დაშავებულია.

თვითმხილველების ინფორმაციით, თურქული კოლონა იდლიბში რამდენიმე საათის წინ შევიდა, თუმცა ინტენსიური დაბომბვის გამო, იძულებული გახდა, შეჩერებულიყო.

თურქი სამხედროები ქალაქ ხან-შეიხუნისკენ მიემართებიან, სადაც სირიის სახელმწიფო ჯარი ამბოხებულებს ებრძვის.