იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო არმია ამბოხებულების პოზიციებს ბომბავს

20:31, 28.05.2019

სირიის სამთავრობო არმია იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების პოზიციებს ბომბავს. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სირიის ხელისუფლების ჯარი ე.წ. კასრის ბომბებს იყენებს.

საჰაერო დაბომბვებს ბოლო 24 საათში 19 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს და მის მოწინააღმდეგეებს შორის ომში გასული წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ესკალაციაა.

სამხედრო დაპირისპირების გამო, ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ბოლო რეგიონიდან საცხოვრებელი ერთ თვეში 300 ათასმა ადამიანმა დატოვა.

მსგავსი