იდლიბის პროვინციაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
იდლიბის პროვინციაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

სირიის იდლიბის პროვინციაში შეიარაღებულ დაპირისპირებას 22 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, რამი აბდელ რაჰმანის განცხადებით, საზავო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ეს მსხვერპლის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

თურქული მედიის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო არმიას და ოპოზიციურ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება იდლიბის რეგიონის დასავლეთ ფლანგზე მოხდა, სადაც ექსტრემისტული ჯგუფები დომინირებენ. შეტაკების შედეგად სირიის არმიის 15 სამხედრო მოსამსახურე და შვიდი ექსტრემისტი დაიღუპა, მათ შორის „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული „ჰურას ალ-დეენის“ დაჯგუფების წევრები.

სირიის მთავრობის მომხრე რუსეთს და ზომიერი ოპოზიციის მხარდამჭერ თურქეთს შორის მიღწეულმა ზავმა სირიის მთავრობის და რუსეთის სამხედრო ავიაციის მოქმედება შეაჩერა. მანამდე, შეირაღებული დაპირისპირების გამო, იდლიბის რეგიონი მილიონამდე ადამიანმა დატოვა. ზავის ამოქმედების შემდეგ კი, ათეულობით ათასი ადამიანი საცხოვრებელს დაუბრუნდა.