იდლიბის პროვინციაში განვითარებული მოვლენები მევლუთ ჩავუშოღლუმ იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განიხილა
იდლიბის პროვინციაში განვითარებული მოვლენები მევლუთ ჩავუშოღლუმ იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განიხილა

იდლიბის პროვინციაში გამწვავებული ვითარების ფონზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თუმცა, საუბრის დეტალები არ საჯაროვდება.

ცოტა ხნის წინ, იდლიბის პროვინციაში, სირიის ავიაციის მიერ თურქულ კოლონაზე იერიში მიიტანეს. შემთხვევას თურქული მხარის ინფორმაციით, 22 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ისინი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო, უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა მოიწვია პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.