IDFI - 2015-2017 წლებში საქართველოს 11 428 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელა 
IDFI - 2015-2017 წლებში საქართველოს 11 428 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელა 

არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 2015-2017 წლის მონაცემები შეისწავლა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორ წელიწადში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის 11 428 შემთხვევა დაფიქსირდა.

დეპორტაციის 3688 შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, 2016 წელს- 3601, 2017 წელს კი – 4126.
ამ მონაცემების მიხედვით ჩანს, რომ დეპორტაციის შემთხვევები მზარდია.

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ყველაზე ხშირია თურქეთიდან. ასევე გერმანიიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მეტი დეპორტაციის შემთხვევა მოხდა, 2017 წლის მონაცემი 2015 წელთან შედარებით შემცირებულია. 2017 წელს – 1868 შემთხვევა, ხოლო 2015 წელს 2133 შემთხვევა დაფიქსირდა.

დეპორტაციის ფაქტები გაზრდილია გერმანიის შემთხვევაში. თუ 2015 წელს გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის 174 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 457- მდე გაიზარდა. ასევე გაზრდილია რუსეთიდან დეპორტაციის მაჩვენებელიც. დეპორტაციის ყველაზე ნაკლები შემთხვევა ბელგიიდან ფიქსირდება.

დატოვე კომენტარი