იბრაჰიმოვიჩს იტალიაში დაბრუნების ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

18:51, 13.11.2019

იტალიური გაზეთის „კორიერე დელო სპორტის“ მონაცემებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას „ბოლონიაში“ გააგრძელებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა პირადად დაურეკა ზლატანს და იტალიაში ჩასვლისკენ მოუწოდა – საკუთარი თავისა და ქვეყნის გასართობად.

ცნობილია, რომ იბრაჰიმოვიჩი მიხაილოვიჩთან მეგობრობს, რომელიც დღეისთვის ლეიკემიის მკურნალობის კურსს გადის.

შვედი ფორვარდი გადაწყვეტილებას 10 დეკემბრამდე მიიღებს.

წელს, ფეხბურთელმა MLS-ში 31 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

მსგავსი