იბრაჰიმოვიჩმა MLS-ში დებიუტი დუბლითა და შედევრი გოლით აღნიშნა (ვიდეო)
იბრაჰიმოვიჩმა MLS-ში დებიუტი დუბლითა და შედევრი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

შთამბეჭდავი დებიუტი გამოუვიდა “ლოს ანჯელეს გელაქსის” რიგებში ლეგენდარულ შვედ ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს. MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, “ლოს ანჯელესის” წინააღმდეგ, 36 წლის თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 4:3 მოაგებინა.

მეორე ტაიმის შუაში “გელაქსი” 0:3-ს აგებდა და პირველი ბურთი 61-ე წუთზე გაქვითა. 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მოედანზე იბრაჰიმოვიჩი, რომლისთვისაც ეს პირველი მატჩი იყო ახალ კლუბში. ორი წუთის შემდეგ, მისმა გუნდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, 76-ე წუთზე კი სადებიუტო გოლი გაიფორმა თავად შვედმა – მას ულამაზესი შორეული დარტყმა გამოუვიდა, რის შემდეგაც, ანგარიში გათანაბრდა – 3:3.

პირველი გოლის აღნიშვნისას, იბრაჰიმოვიჩმა მაისური გაიხადა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო,
უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, იბრაჰიმოვიჩმა თავით გაიტანა და “გელაქსის” 4:3 მოაგებინა.