იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანო რონალდო დაამცირა
იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანო რონალდო დაამცირა

ავტორიტეტულმა ჟურნალმა GQ-მ ვეტერანი შვედი ფორვარდისგან, ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან ინტერვიუ აიღო. ჟურნალისტთან საუბრის დროს, სკანდინავიელმა თავს უფლება მისცა – „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს მისამართით დამამცირებელი სიტყვები ეთქვა, რითაც ეჭვქვეშ დააყენა პორტუგალიელის გულწრფელობა იტალიურ გრანდში გადასვლისას.

„ვიპოვი თუ არა ნამდვილ რონალდოს იტალიაში? არა, ნამდვილი რონალდო – ბრაზილიელია. კრიშტიანო რონალდო არ არის ტალანტი, ეს მხოლოდ მონდომებული შრომის ნაყოფია.

„იუვენტუსში“ გადასვლა რონალდოსთვის – გამოწვევაა? იმ გუნდში გადასვლა, რომელმაც სერია A ზედიზედ შვიდჯერ მოიგო – გამოწვევაა? სისულელეა. ის რეალურად ახალ გამოწვევას რომ ეძებდეს, იმ „იუვენტუსში“ გადავიდოდა, რომელიც ერთ დროს სერია B-ში იყო“, – განაცხადა 38 წლის იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ზლატანმა დაადასტურა იტალიაში დაბრუნება, ოღონდ არ დაუზუსტებია, რომელ გუნდთან გააფორმებს კონტრაქტს.

დატოვე კომენტარი