„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ინგლისური კლუბის ბოლოდროინდელი ჩავარდნა ჟოზე მოურინიოს ბრალი არ არის.
„ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელია. მას შეუძლია პრემიერლიგის მოგება და ის არის ზუსტად იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს. რა შეუძლია მწვრთნელს, თუ გუნდის ხარისხია დაბალი?! და მაინც, უკვე მესამე სეზონია, „მანჩესტერი“ ჟოზეს მეთაურობით წინ მიდის. ფეხბურთელები ძალიან ბევრს სწავლობენ პორტუგალიელისგან“, – აღნიშნა შვედმა.