იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს #1TVSPORT

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა დაადასტურა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევრო 2020-ზე მუხლის ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ზლატანმა ტრავმა „იუვენტუსთან“ მატჩში მიიღო

აქამდე იწერებოდა რომ 39 წლის ფორვარდის რეაბილიტაციას სამი კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ მილანური კლუბის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის ჩატარება საჭიროა არ არის, ზლატანის მკურნალობას 6 კვირა სჭირდება.

„ვისაუბრე ზლატანთან და მან მითხრა, რომ სამწუხაროდ, ტრავმა ხელს შეუშლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიღებაში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, განსაკუთრებით ზლატანისთვის. ვიმედოვნებ, რომ ის მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება“, – განაცხადა ანდერსონმა.

შვედეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 14 ივნისს გამართავს.