იბიცაზე ლიონელ მესის უცნობი მამაკაცი დაესხა თავს (ვიდეო)
იბიცაზე ლიონელ მესის უცნობი მამაკაცი დაესხა თავს (ვიდეო)

უცნობი მამაკაცი ცდილობდა თავდასხმას “ბარსელონას” ფორვარდ ლიონელ მესიზე, რომელიც იბიცაზე დასასვენებლად არის ჩასული.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო. მასში აშკარად ჩანს, რომ მცველები გზას უღობავს მამაკაცს, რომელიც არგენტინელის პროვოცირებასა და მასზე თავდასხმას ცდილობს. საბოლოოდ, კონფლიქტის თავიდან აცილება მოხერხდა. ცნობილი არ არის, დააკავეს თუ არა ის მამაკაცი, რომელიც მესიზე თავდასხმას ცდილობდა.

ლიონელ მესი იბიცაზე თავის მეუღლესთან ანტონელა როკუცოსთან და მეგობრებთან – ლუის სუარესთან, ჟორდი ალბასთან და სესკ ფაბრეგასთან ერთად ისვენებს.