„იბერია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, გუნდი გია გეგუჩაძემ დატოვა – GEO TEAM-ის გავრცელებული ინფორმაცია მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობამ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.
„იბერია“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონშიც ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო ორ ტურში დამარცხდა – ჯერ ფოთის „კოლხეთთან“ (0:2), ხოლო 25-ე ტურში – „დინამო თბილისთან“ (1:2). შედეგად, გუნდმა პირველი ადგილი დაკარგა და გორის „დილას“ უკვე სამი ქულით ჩამორჩება.
გამოცდილმა სპეციალისტმა პოსტი ამის შემდეგ დატოვა. როგორც კლუბში გვითხრეს, კანდიდატურები განიხილება, მაგრამ ვინ გაწვრთნის „იბერიას“, ჯერ უცნობია.