„იბერიას“ ელიგაში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი გაწვრთნის #1TVSPORT
„იბერიას“ ელიგაში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი გაწვრთნის #1TVSPORT

საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „იბერიას“ წლის ბოლომდე სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი გუგა ნერგაძე გაწვრთნის – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ახალი ეტაპი „იბერიაში“ – მთავარ მწვრთნელად გუგა ნერგაძე იმუშავებს, რომელიც პირველ გუნდში „იბერია 2-დან“ დაწინაურდა.

გუგა კლუბის სტრუქტურას კარგად იცნობს: მას უმუშავია როგორც აკადემიაში, ისე პირველი გუნდის ანალიტიკოსად. მისი ხელმძღვანელობით, „იბერია 2-ს“ მიმდინარე სეზონში საშინაო შეხვედრა არ წაუგია,“ – წერია გუნდის გავრცელებულ ცნობაში.

იყო საუბარი, რომ გია გეგუჩაძეს ლევან კორღალიძე ჩაანაცვლებდა. მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.