„იბერიის“ ახალი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო იქნება #1TVSPORT
„იბერიის“ ახალი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო იქნება #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონ „იბერიას“ ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის.

კლუბის ცნობით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუგა ნერგაძემ „იბერია 1999-ის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – ის გუნდს გასულ სეზონში შეუერთდა და მისი ხელმძღვანელობით კლუბმა საქართველოს ჩემპიონობის მოპოვება შეძლო. მასთან ერთად გუნდი დატოვეს სტაფის წევრებმა, თემურ ბაგრატიონმა და ჯაბა სამსონიამ.

გავრცელებული ცნობით, „იბერიას“ უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს, რომელიც მანამდე გორის „დილას“ და ბათუმის „დინამოს“ წვრთნიდა.