„იბერიამ“ თავდამსხმელი თურქეთის სუპერლიგის გუნდიდან დაიმატა – თბილისელები ორ ფორვარდს დაემშვიდობნენ #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონ გუნდში შეიკნა სილა დაბრუნდა – 30 წლის მალელი ფორვარდი, რომელიც ბოლო ორი სეზონი თურქულ „ერზურუმსპორში“ გურამ გიორბელიძესთან ერთად თამაშობდა. მან გუნდის სუპერლიგაში დაწინაურებას ხელი 7 გოლით და 3 საგოლე გადაცემით შეუწყო.
ტანმაღალი (190 სმ) აფრიკელი თავდამსხმელისთვის საქართველო კარგად ნაცნობი ქვეყანაა. 2020-22 წლებში ის მარტვილის „მერანში“ თამაშობდა, ხოლო 2023-24 წლებში „იბერიის“ ღირსებას იცავდა. არსებული ინფორმაციით, შეიკნე სილამ ქართულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ასევე ცნობილია, რომ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გურამ გოშთელიანმა და თორნიკე ახვლედიანმა „იბერია“ დატოვეს.