„იბერიამ“ ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მოთამაშე დაიმატა - მას მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია #1TVSPORT
„იბერიამ“ ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მოთამაშე დაიმატა - მას მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია #1TVSPORT

თბილისის „იბერიამ“ მორიგი ახალწვეული წარადგინა, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ფიგურაა – საქართველოს ჩემპიონის რიგებში ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი ტერენს კონგოლო ითამაშებს.

შვეიცარიაში დაბადებული კონგოლო 4 წლის იყო, ოჯახთან ერთად ნიდერლანდებში რომ გადავიდა. მან ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. 2014-18 წლებში სისტემატიურად იწვევდნენ ქვეყნის ეროვნულ გუნდში, რომლის ფორმითაც ბრაზილიაში გამართულ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გამოცდილ ცენტრალურ მცველს ინგლისის პრემიერლიგაში – 46, ხოლო ერედივიზიონში 129 მატჩი აქვს ჩატარებული. კარიერის განმავლობაში კონგოლო „ფეიენოორდის“, „მონაკოს“, „ჰადერსფილდის“, „ფულემის“, „ლე ავრის“, ვენის „რაპიდისა“ და „ბრედას“ ღირსებას იცავდა.