„იბერიამ“ მორიგი ახალწვეული წარადგინა - სლოვენიელი მატია ვრბანეცი საქართველოს ჩემპიონს დაეხმარება #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის „იბერიამ“ მორიგი ახალწვეული წარადგინა – ის სლოვენიელი მატია ვრბანეცია.
28 წლის ბალკანელი ნახევარმცველი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ხელიკაშვილმა წარადგინა. ვრბანეცი „იბერიას“ სლოვენიური „მურადან“ შეუერთდა. მას მთელი თავისი კარიერა სლოვენიაში აქვს გატარებული – თამაში სლოვენიურ „ალუმინიში“ დაიწყო, მერე იყო „ცელიე“, ხოლო „მურაში“ 2024 წლიდან გამოდიოდა.
„იბერია“ მისი პირველი უცხოური კლუბია. მატია ვრბანეცს უთამაშია სლოვენიის ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლობაში. 21-წლამდელთა ნაკრებში 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.