„იბერიამ“ ბულგარულ შეკრებაზე პირველი შეხვედრა გამართა #1TVSPORT
„იბერიამ“ ბულგარულ შეკრებაზე პირველი შეხვედრა გამართა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ბულგარულ შეკრებაზე პირველი შეხვედრა ალბანურ „ეგნატიასთან“ გამართა და 2:2 დაასრულა.

„ეგნატია“ დასრულებულ სეზონში ალბანეთის ჩემპიონი გახდა და, „იბერიის“ მსგავსად, ბულგარეთში ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობისთვის ემზადება.

„„ეგნატიის“ წინაშე იყო გუნდი, რომელიც ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს – საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999“. ქართული კლუბი ბოლო წლებში „პარტიზანისთვის“ ევროპულ კოშმარად იქცა, რადგან ბოლო სამ სეზონში ევროტურნირზე ორჯერ შეხვდა და ტურნირიდან ორივეჯერ გამოთიშა“, – წერს ალბანური გამოცემა panorama.

„იბერია“ ბულგარეთის ქალაქ ბანსკოში მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგურ შეხვერასაც გამართავს. საქართველოს ჩემპიონი 21 ივნისს კოსოვოს „მალიშევას“ დაუპირისპირდება, ამით შეკრებას დაასრულებს და საქართველოში დაბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიის“ მეტოქე შვედური „მალმიო“ იქნება. პირველ მატჩს გუნდი შინ, თბილისში 8 ან 9 ივლისს გამართავს. ამ წყვილში გამარჯვებული ლატვიურ რფს-სა და „ლევადიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.