„იბერია“ სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს #1TVSPORT

18:15, 03.08.2026

თბილისის „იბერია“ ჯერ კიდევ თბილისშია, დიდი ბრიტანეთის ვიზების მოლოდინშია და ამის გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში „ლარნესთან“ სათამაშოდ გამგზავრებას ვერ ახერხებს, – ინფორმაცია კლუბში დაგვიდასტურეს.

საქართველოს ჩემპიონის ადმინისტრაციამ ჩარტერული რეისი დაჯავშნა. გუნდი უკვე ჩრდილოეთ ირლანდიაში უნდა ყოფილიყო და მატჩისწინა ვარჯიში გაემართა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი სავიზო პრობლემები შეექმნა და ამ დრომდე ელოდება, რომ სრული შემადგენლობით გაემგზავროს.

მართალია, დიდ ბრიტანეთში შესვლისას მკაცრი სავიზო რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამ თითქმის არ ხდება. ამჯერად კი, შესაძლოა, „იბერიას“ პრობლემის მოსაგვარებლად უეფას დახმარება დასჭირდეს.

საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ პირველ შეხვედრაში 4 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა შეხვდეს. ამ ორმატჩიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, „იბერია“ მინიმუმ კონფერენსლიგის ჯგუფში თამაშს გაინაღდებს.

მსგავსი