„იბერია“ საქართველოს თასის მერვედფინალშია #1TVSPORT

09:42, 25.07.2026

საქართველოს ჩემპიონმა და ევროთასების მონაწილე „იბერიამ“ საქართველოს თასის 1/16-ფინალში ზესტაფონის „მარგვეთი 2006“ 3:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ მეორე შემადგენლობა დააყენა, რადგან 29 ივლისს ბრატისლავაში „სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა აქვს ჩასატარებელი.

ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში თბილისელები 44-ე წუთზე ამირან ძაგანიას გოლით დაწინაურდნენ. ზესტაფონელებმა წონასწორობა ვანო ჩარგეიშვილის დარტყმით აღადგინეს, მაგრამ ამირან ძაგანიამ „იბერია“ ისევ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი ლევან ნაჭყებიამ დააფიქსირა.

დარჩენილი შეხვედრები 25 და 26 ივლისს გაიმართება და ევროთასების მონაწილე კიდევ ორი გუნდი თამაშებს – 25 ივლისს გორის „დილა“ გორის „ქართლის“ სტადიონზე „იბერია 2010-ს“ დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივლისს „დინამო თბილისი“ „ევგრაფი შევარდნაძე არენაზე“ ლანჩხუთის „გურიას“ ესტუმრება.

მსგავსი