„ივიკოს თასის“ მეცხრე გათამაშების ფინალში „იბერიამ“ „ჯუნიორი“ 3:0 დაამარცხა.
ტრადიციული შეჯიბრება „სპაერის“ სტადიონზე გაიმართა და „ოლიმპის“ საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელის, ტრაგიკულად გარდაცვლილი უმცროსი ივიკო ჭელიძის ხსოვნას ეძღვნება.
გათამაშების ორგანიზატორი თბილისის ფეხბურთის ფედერაცია იყო, მხარდამჭერები საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და თბილისის მერია. წლეულს ტურნირზე 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. მთავარი პრიზისთვის ოთხ ჯგუფში განაწილებული 16 გუნდი იბრძოდა.