„იბერია“-„იაგელონიის“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია არ გაიმართა – მიზეზი პოლონელი გულშემატკივარის დაზიანებაა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონის, „იბერია 1999-სა“ და „იაგელონიის“ მთავარმა მწვრთნელებმა ევროპალიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის (1:2) შემდეგ პრესკონფერენციის გამართვაზე უარი თქვეს.
მიზეზი მატჩის შემდეგ მომხდარი შემთხვევა გახდა – პოლონური გუნდის გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადავარდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.