„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინის „ფლორას“ შეხვდება #1TVSPORT
„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინის „ფლორას“ შეხვდება #1TVSPORT

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ჩემპიონის, „იბერიას“ მეტოქე გაირკვა.

წილისყრისას 14 კლუბი განთესილი იყო, ხოლო – 14 განუთესავი. „იბერია“ პირველ ტურში ესტონეთის ჩემპიონს, ტალინის „ფლორას“ შეხვდება.

პირველი მატჩი 7/8 ივლისს ტალინში გაიმართება, ხოლო საპასუხო 14/15 ივლისს – თბილისში.