„იბერია“ ანთალიაში მოემზადება - ჩემპიონმა ამხანაგური თამაშები დაგეგმა #1TVSPORT
„იბერია“ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც ერთთვიან მოსამზადებელ შეკრებას გაივლის. გუნდმა გასამგზავრებელ მოთამაშეთა სია და თამაშების განრიგი გამოაქვეყნა.
გუნდს ლატვიური „რიგას ფს-დან“ ლუკა სილაგაძე დაუბრუნდა, რომელიც „იბერიას“ შეკრებაზე მოგვიანებით შეუერთდება. სიაში არ არიან თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე (ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა) და მისი პარტნიორი შეტევაში შეიკნე სილა, ასევე მცველი სოლომონ აგბალაკა და ნახევარმცველები ბენჯამინ ტეიდი და ფლორის ჯავი.
მეკარეები
გიორგი მაკარიძე, თორნიკე მეგრელიშვილი, რევაზ კურტანიძე.
მცველები
გიორგი ჯგერენაია, გიორგი ჯინჯოლავა, დერეკ აგიაკვა, გიორგი ქობულაძე, გიორგი ქუქალია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ივა გელაშვილი, ცოტნე კაპანაძე
ნახევარმცველები
ნიკოლოზ დადიანი, საბა გეგუჩაძე, გიორგი ტაბატაძე, გივი ხაჩიძე, გიზო მამაგეიშვილი, ოთო მამაგეიშვილი, ბაქარ ქარდავა, დორასო კლასი.
თავდამსხმელები
იური ტაბატაძე, დანიელ ქვარცხავა, ირაკლი სიხარულიძე, თორნიკე ახვლედიანი, ლუკა სილაგაძე.
ლევან კორღალიძის გუნდი შეკრებაზე 8 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მერვე გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„იბერიას“ ამხანაგური თამაშების განრიგი:
23 იანვარი
„იბერია“ – „დრიტა“ (კოსოვო)
26 იანვარი
„იბერია“ – „ვარდარი“ (ჩრდილოეთ მაკედონია)
29 იანვარი
„იბერია“ – „კრუმოვგრადი“ (ბულგარეთი)
1 თებერვალი
„იბერია“ – „კაირატი“ (ყაზახეთი)
8 თებერვალი
„იბერია“ – კოვალივკას „კოლოსი“ (უკრაინა)
12 თებერვალი
„იბერია“ – „ოლეკსანდრია“ (უკრაინა)
16 თებერვალი
„იბერია“ – „ორდაბასი“ (ყაზახეთი)
საქართველოს ეროვნულ ლიგაში „იბერია“ სეზონს 28 თებერვალს გახსნის და პირველი ტურის შეხვედრაში „მიხეილ მესხზე“ „თელავს“ დაუპირისპირდება.