იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიური განყოფილების პაციენტებს მამა სერაფიმე ესტუმრა [ვიდეო]

იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიური განყოფილების პაციენტებს, რომლებიც ლეიკემიას ებრძვიან, დღეს არამეული საგალობლების მოსმენის საშუალება ჰქონდათ.

მათ ქანდის მონასტრის წინამძღვარი, მამა სერაფიმე მგალობლებთან ერთად ესტუმრა.

შესრულდა ის საგალობლები, რომელსაც მონასტრის გუნდი საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებზე წარადგენს.

ღონისძიება თავად პატარა პაციენტების თხოვნით ჩატარდა.