იაშვილის კლინიკის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ მარტში რესპირაციული ვირუსების მცირე მატება აღინიშნოს
იაშვილის კლინიკის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ მარტში რესპირაციული ვირუსების მცირე მატება აღინიშნოს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დირექტორი არ გამორიცხავს, რომ მარტის თვეში რესპირაციული ვირუსების მცირე მატება აღინიშნოს. ივანე ჩხაიძის თქმით, გრიპი და გრიპის მაგვარი ვირუსის გავრცელების მეორე პიკი აღინიშნება თებერვლის ბოლოს, მარტის განმავლობაში.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, მიუთითებს, რომ საქართველოში გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების სეზონის შემთხვევაში არის ორი პიკი. ერთი ყველაზე მაღალი დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისში, ისე როგორც დაფიქსირდა 2019-2020 წლის სეზონზე, და მეორე შედარებით უფრო დაბალი პიკი აღინიშნება თებერვლის ბოლოს და მარტის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, შესაძლებელია რესპირაციული ვირუსების მატების მცირე პიკი დაფიქსირდეს. ეს არის გრიპის ვირუსი, ეს არის რესპირაციული, რინოვირუსი. ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია, რესპირაციული ვირუსების მცირე მატება აღინიშნოს მარტის თვეში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.