იაშვილის კლინიკაში გრიპის სიმპტომებით 75 პაციენტი მკურნალობს, 49 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული
იაშვილის კლინიკაში გრიპის სიმპტომებით 75 პაციენტი მკურნალობს, 49 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია.

იაშვილის კლინიკის ექიმის ნათია თურქაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში გრიპის და გრიპის მსგავსი სიმპტომებით მკურნალობას გადის 75 პაციენტი. მისივე თქმით, დღემდე იაშვილის კლინიკაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებულია 49 შემთხვევა ფიქსირდება.

„ძირითადი სიმპტომები, რითაც მოგვმართავენ, არის უეცრად დაწყებული მაღალი ცხელება, რომელსაც ხშირად თან ახლავს შემცივნება, ყელის ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე. ბოლო დღეების განმავლობაში მომართვიანობა არის გაზრდილი“, – განაცხადა ნათია თურქაძემ.

ექიმი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს, მაღალი ცხელების შემთხვევაში, რომელიც ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, ასევე თუ ბავშვს გამოხატული აქვს ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, როგორიც არის საერთო სისუსტე და ღებინება, დაუყოვნებლივ მიმართონ კლინიკებს.