იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ვირუსებით მიმართვიანობის მაჩვენებელი მომატებული არ არის
იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ვირუსებით მიმართვიანობის მაჩვენებელი მომატებული არ არის

ვირუსული ინფექციების ახალი ტალღა ქვეყანაში არ ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის პირველ ნახევარში მედიკოსები ვირუსებით ინფიცირების ახალ ტალღას ელოდებოდნენ, სტაციონარში მიმართვიანობის ზრდა არ შეინიშნება.

„დეკემბრის პირველ ნახევარში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა მკვეთრად იყო მომატებული, შემდგომ სტაბილური მაჩვენებლით შემოდიოდა პაციენტები. თებერვლის პირველ ნახევარში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობის მაჩვენებელს ემერჯენსში ჯერჯერობით არ მოუმატია.

ძირითადი მომართვიანობის მიზეზი არის ვირუსული ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, რომელიც ცირკულირებს. ეს არის „ა“ და „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსები.

ვირუსების მეორე ტალღა, რასაც წესით თებერვლის პირველი ნახევრიდან ველოდით, ჯერჯერობით არ ფიქსირდება, მაჩვენებელი მომატებული არ არის“, – განაცხადა იაშვილის კლინიკის პედიატრმა სოფიო ნიკოლაძემ.