იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია
იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია

სეზონურ გრიპთან დაკავშირებით, იაშვილის კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ექიმმა, მაია ალთუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 56 პაციენტი მკურნალობს, აქედან 37 შემთხვევა „ბ“ ჯგუფის კატეგორიის ვირუსია.

„ნოემბრის ბოლოდან მომართვიანობა სეზონურ გრიპთან დაკავშირებით საკმაოდ გაზრდილია ბოლო დღეებთან შედარებით. დაახლოებით 20%-ით მოიმატა მომართვიანობამ. სულ დადასტურებულია 56 შემთხვევა. უმეტესობა „ბ“ გრიპის ვირუსია. დაახლოებით 37 შემთხვევა „ბ“ გრიპის ვირუსი. განსაკუთრებით საყურადღებოა წლამდე ასაკის ბავშვების მდგომარეობა. ახასიათებს მაღალი ცხელება, რომელიც ძნელად ექვემდებარება დამწევს, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა. მშობლებს ვურჩევთ იყვნენ პედიატრის მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. განსაკუთრებით, თუ ცხელება არ ემორჩილება დამწევ საშუალებას, საკვებისა და სითხის მიღებაზე ამბობს უარს“,- აცხადებს მაია ალთუნაშვილი.