IArt Gallery მაიკო შუბითიძის ნახატების გამოფენას მასპინძლობს
IArt Gallery მაიკო შუბითიძის ნახატების გამოფენას მასპინძლობს

IArt Gallery თვითნასწავლი მხატვრის მაიკო შუბითიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.

მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა გუშინ გაიხსნა და დამთვალიერებელს დღესაც ელოდება.

მაიკო შუბითიძე პროფესიით ეკონომისტია. ინტენსიურად 2017 წლიდან ხატავს. როგორც თავად ამბობს, სახლში კედლის მოხატვის შემდეგ მიხვდა, რომ პროცესი მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

თვითნასწავლი ხელოვანი ნახატებს ფუნჯით, ნემსითა და სამედიცინო ინსტრუმენტებით ასრულებს.