იაროსლავ კაჩინსკი - დიდი ალბათობით, მიგრანტების გამო პოლონეთს ბელარუსთან ომი არ ექნება
იაროსლავ კაჩინსკი - დიდი ალბათობით, მიგრანტების გამო პოლონეთს ბელარუსთან ომი არ ექნება

მოცემულ მომენტში, მიგრანტების გამო პოლონეთს ბელარუსთან ომი დიდი ალბათობით, არ ექნება, – აღნიშნულის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და უზენაესობის“ ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უკვე გვაქვს ჰიბრიდული ომი, მაგრამ ომი იარაღის გამოყენებით „დიდი ალბათობით“ არ იქნება. მე ფრაზას – „დიდი ალბათობით“ ვიყენებ იმიტომ, რომ არაპროგნოზირებად მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა კაჩინსკიმ.

მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან ბელარუსი ხელს უწყობს მიგრანტების არალეგალურ შესვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე. ამ ფორმით გამოეხმაურა ოფიციალური მინსკი ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ბოლო კვირების განმავლობაში შეიმჩნევა.