იაროსლავ კაჩინსკი - ბერლინს დღეს სურს, გამოიყენოს მშვიდობიანი საშუალებები იმ გეგმების შესასრულებლად, რომელთა განხორციელებასაც ოდესღაც სამხედრო საშუალებებით ცდილობდა
იაროსლავ კაჩინსკი - ბერლინს დღეს სურს, გამოიყენოს მშვიდობიანი საშუალებები იმ გეგმების შესასრულებლად, რომელთა განხორციელებასაც ოდესღაც სამხედრო საშუალებებით ცდილობდა

ბერლინს დღეს სურს, გამოიყენოს მშვიდობიანი საშუალებები იმ გეგმების განსახორციელებლად, რომელთა განხორციელებასაც ოდესღაც სამხედრო საშუალებებით ცდილობდა, – ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის, „კანონის და სამართლის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.

კაჩინსკის თქმით, ეს არის გზა კრიზისისა და კატასტროფისკენ, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ პოლონეთზე, არამედ მთელ ევროპაზე, მათ შორის გერმანიაზე.

პოლონეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპის სიძლიერე მისი სუვერენული სახელმწიფოების სიძლიერეშია.

ოქტომბრის დასაწყისში ვარშავამ დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა ბერლინს და მოითხოვა 1.3 ტრილიონი ევროს გადახდა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული ზიანის კომპენსაციის სახით.