იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მხარს უჭერს ევროპაში აშშ-ის ჯარების რაოდენობის გაზრდასა და ბირთვული იარაღის განთავსებას
იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მხარს უჭერს ევროპაში აშშ-ის ჯარების რაოდენობის გაზრდასა და ბირთვული იარაღის განთავსებას

პოლონეთი მხარს უჭერს ევროპაში აშშ-ის ჯარების რაოდენობის გაზრდას და ბირთვული იარაღის განთავსებას.

აღნიშნულის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.

„პოლონეთი მოხარული იქნებოდა, თუ ამერიკელები გაზრდიდნენ თავიანთ ყოფნას ევროპაში ამჟამინდელი 100 000 ჯარისკაციდან 150 000-მდე, რუსეთის მზარდი აგრესიის გამო. აქედან 75 ათასი ჯარისკაცი უნდა განთავსდეს აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის 50 000 რუსეთის საზღვართან, ბალტიისპირეთში და პოლონეთში“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

კაჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თანამხაა, აშშ-მა აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღი განათავსოს მუდმივად, თუმცა მისი თქმით, ამის ინიციატივა ვაშინგტონიდან უნდა მოდიოდეს.

ასევე, იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონეთში ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრის შექმნა მოითხოვა.

„ჩვენ გვსურს, გვქონდეს ნატო-ს დიდი ოპერატიული სარდლობა პოლონეთში, როგორიც არის ბრიუნსუმში, საიდანაც შეგვეძლება ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვა და ჩატარება. ამით ნატო მოსკოვს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს: ნატო-ს ხელმძღვანელობა ახლა იმყოფება აღმოსავლეთში“, – განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.