იაპონურმა ხომალდმა ასტეროიდის ზედაპირიდან ახალი ფოტოები გამოგზავნა
რამდენიმე დღის წინ, იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) ჩვენგან 280 მლნ კილომეტრის მანძილზე მდებარე ასტეროიდ რიუგუზე ორი ციცქნა რობოტული მავალი დასვა. მათი მიზანი ასტეროიდის დეტალური კვლევაა. რობოტებმა მშობლიურ პლანეტაზე უკვე ფოტოების მეორე პარტია გამოგზავნეს.
იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სურათებზე ასახულია ასტეროიდის კლდოვანი ზედაპირის სხვადასხვა ადგილები.
უპილოტო ხომალდ ჰაიაბუსა 2-ს ასტეროიდ რიუგუმდე მისაღწევად სამ წელიწადზე მეტი დასჭირდა. ერთი კვირის წინ, მან კოსმოსური სხეულის ზედაპირზე გადასვა ორი ციცქნა მავალი, რომლებიც ასტეროიდის სუსტი გრავიტაციის გამო, მის ზედაპირზე სიარულის ნაცვლად დახტიან.
გეგმის მიხედვით, ხომალდი ასტეროიდის ზედაპირზე ცოტა ხანში უფრო დიდ, ფრანგულ-გერმანულ მავალს გადასვამს, მომავალ წელს კი თავად დაჯდება, აიღებს ნიმუშებს და კვლევისთვის უკან, დედამიწაზე ჩამოიტანს.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ, ფარდა აეხდება მზის სისტემის მრავალ საიდუმლოს.




Hayabusa 2 approach animation through UTC 2018-09-21 04:19. Contrast adjusted, some incomplete images skipped. Source JAXA:https://t.co/JydE0GTTTY pic.twitter.com/szkPSXJXI3
— Transferrins (@Transferrins) September 21, 2018
Rover-1B succeeded in shooting a movie on Ryugu’s surface! The movie has 15 frames captured on September 23, 2018 from 10:34 – 11:48 JST. Enjoy ‘standing’ on the surface of this asteroid! [6/6] pic.twitter.com/57avmjvdVa
— HAYABUSA2@JAXA (@haya2e_jaxa) September 27, 2018