იაპონური მედიის ცნობით, თავდამსხმელი უკმაყოფილო იყო შინძო აბეს პოლიტიკური შეხედულებებით და მისი მოკვლა სურდა
იაპონური მედიის ცნობით, თავდამსხმელი უკმაყოფილო იყო შინძო აბეს პოლიტიკური შეხედულებებით და მისი მოკვლა სურდა

თავდამსხმელი უკმაყოფილო იყო იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს პოლიტიკური შეხედულებებით და მისი მოკვლა სურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

იაპონური მედია წერს, რომ 41 წლის თავდამსხმელი ტეცუია იამაგამი იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალებში სამი წლის განმავლობაში მსახურობდა.

ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნება.

შინძო აბეზე თავდასხმა ქალაქ ნარაში, მრჩეველთა პალატის არჩევნების კამპანიის დროს მოხდა. თვითმხილველებმა ორი გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შინძო აბე დაეცა და საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, უმიო კიშიდამ უმკაცრესად დაგმო ყოფილ პრემიერზე თავდასხმა. მისი ინფორმაციით, შინძო აბე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ის იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა. შინძო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.